Thursday, October 16, 2008

პროექტის შესახებ

1. პროექტის სახელწოდება:
ბგერის სამკურნალო დანიშნულება

2. პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები და პროექტის ავტორი მოიძიებენ და დაამუშავებენ ინფორამაციას ბგერების, ნოტებისა და და საკრავიერი ინსტრუმენეტების სამკურნალო თვისებებისა და იმ ხალხების შესახებ ვინც ამ თვისებებს იყენებდნენ და იყენებენ დღესაც.

3. პროექტის სრული აღწერა:
ბგერის სხვადასხვანაირ წარმოთქმას, სხვადასხვანაირი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე და სხვა ცოცხალ ორგანიზმებზეც. რა გავლენას ახდენს იგი ჯანმრთელობაზე და თუ როგორ იყენებდნენ ბგერის, მუსიკის, სიმღერის თერაპიას და რა ცოდნა შემორჩა დღემდე _ სწორედ ამ საკითხის კვლევას ეძღვნება წინამდებარე პროექტი. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაეცნობიან პროექტს, შეიქმნება კვლევითი ჯგუფი, რომელიც დაიწყებს ინფორმაციის მოძიებას. ამ სამუშაოში შედის: შეხვედრა საკითხზე მომუშავე სპეციალისტთან, მაგალითად: კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილთან. პრესაში არსებული მასალის მოძიება-დამუშავება. სხვადასხვა საკრავიერი ინსტრუმენტების ფოტოების მოძიება და ფოტოალბომის ელექტრონული ვერსიის, ასევე სლაიდშოუს შექმნა; იმ ხალხების დადგენა, სადაც ბგერებს, ნოტებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს სამკურნალოდ იყენებდნენ. სხვადასხვა სახის „შელოცვების“ მოძიება, საგალობელთა და ქართული პოლიფონიის განხილვა პროექტის თემიდან გამომდინარე. მუსიკალური მიმართულებებისა და ჟანრების შესახებ და მათ წარმოშობაზე მოკლე ინფორმაციების მომზადება. მათი შედარებითი დახასიათება პროექტის თემატიკის რაკურსში.
მოძიებული მასალები დამუშავდება შემდეგი თემატიკის მიხედვით:
  • ბგერებისა და მუსიკის თერაპიის მოკლე ისტორია;
  • ხალხები, სადაც ბგერებისა და მუსიკის თერაპიას იყენებდნენ;
  • რას ნიშნავს კეთილხმოვანება;
  • სამკურნალო ინსტრუმენტები;
  • შელოცვები, როგორც ბგერითი თერაპია;
  • შელოცვების სახეობები;
  • ქართულ საგალობელთა, პოლიფონიისა და კლასიკური მუსიკის მნიშვნელობა;
  • თანამედროვე სხვადასხვა მუსიკალური ჟანრების გავლენა ჯანმრთელობაზე.
აღნიშნულ თემებს ეყოლება სხვადასხვა ავტორი.
თემები გადაითარგმნება. მოსწავლეებს ექნებათ მიმოწერა უცხოლებთან, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მათგანაც მოიძიონ ინფორმაციები. დამზადდება
ბროშურა, სპეციალური ბლოგი, ვიდეოფილმი, ჩატარდება ლექცია.

4. მონაწილეთა ასაკი: 14/16 წ. X-XI კლასები.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის მარტის ბოლომდე.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოძიება, კვლევითი მუშაობა, ბლოგებზე მუშაობა, ვიდოგადაღებასა და ვიდეოფილმის მონტაჟზე მუშაობა, ტექსტების მომზადება და აკრეფა, საპრეზენტაციო მასალის მომზადება, ინტერვიუს ჩამორთმევა.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი: ბლოგები, საპრეზენტაციო მასალა, ვიდეოფილმი, ბროშურა, ლექცია.

8. სარგებელი სხვებისთვის: ახალი ინფორმაცია, თერაპიის შესაძლო აღდგენა-გამოყენება, მუსიკალური ჟანარების გაცნობა.

9. სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, რუსული.

10. მონაწილეები: იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც აღნიშნული თერაპია გამოიყენება.

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული. ძირითადი საგნები: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება.

12. პროექტის ფასილიტატორი: დათო ფერაძე.

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lenamori.peradze@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:
პროექტი "ბგერის სამკურნალო მნიშვნელობა" - 12:47am Oct 19, 2008 EDT

15. პროექტის ვებგვერდი: www.mkurnalibgera.blogspot.com